რონალდ რეიგანი

ყველა დიდი ცვლილება ამერიკაში სუფრასთან იწყება.

არ შეგეშინდეს იმის ყურებისაგან, რასაც უკვე უყურებ.

მეწარმეები და მათი მცირე საწარმოები არიან პასუხისმგებელნი თითქმის მთელი ეკონომიკის ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მთავრობა არ წყვეტს პრობლემებს. ის მის სუბსიდირებას ახდენს.

ფაქტები ჯიუტი რამაა.

ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.

სანამ შეკითხვების დასმაზე უარს გეტყოდეთ, მანამ ღია განცხადება მაქვს გასაკეთებელი.

თუ ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ექნებათ, ისინი ყოველთვის მშვიდობას აირჩევდნენ.

მთავრობამ, რაც არ უნდა მეტი ფული მიიღოს, ის მაინც ყოველთვის მონახავს მეტის მიღების საჭიროებას.

მთავრობათა პირველი მოვალეობა თავიანთი ხალხების დაცვა და არა მათი ცხოვრების მართვაა.

მთავრობის შეხედულება ეკონომიკაზე შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე მოკლე ფრაზით: თუ ის მოძრაობს, დაბეგრე. თუ ის მოძრაობას განაგრძობს, მოახდინე მისი რეგულაცია. და თუ ის გაჩერდება, გაუწიე სუბსიდირება.

ისტორია გვასწავლის რომ ომები მაშინ იწყება, როცა ხელისუფალთ სჯერათ, რომ აგრესიას იაფი ფასი ადევს.

როგორ შეიძლება რომ პრეზიდენტი მსახიობი არ იყოს?

ვის შეიძლება ეწოდოს კომუნისტი? კარგით, კომუნისტი შეიძლება ეწოდეს ვინმეს, რომელიც მარქსს და ლენინს კითხულობს. და ვის შეიძლება ეწოდოს ანტი-კომუნისტი? მათ, ვინც კითხულობს და გებულობს მარქსს და ლენინს.

მე არაფრით არ მესმის თუ რატომ არის რესპუბლიკელი ფულის შემწირველი ბობოლა „მსუქანი კატა“ და იგივე რაოდენობით ფულის გამღები დემოკრატი „საზოგადოებრივად ენერგიული კაცთმოყვარე.“

თუ საბჭოთა კავშირი ნებას დართავს სხვა პოლიტიკურ პარტიას არენაზე გამოვიდეს, იქ მაინც ერთპარტიული სახელმწიფო იქნება, რადგან ყველანი ამ ახალ პარტიაში გაწევრიანდებიან.

ნათქვამია, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. პოლიტიკაში ყოფნამ მასწავლა, რომ მას განსაცვიფრებელი მსგავსება აქვს პირველთან.

ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სულ ეს ესაა ხელი მოვაწერე კანონს, რომელიც რუსეთს სამუდამოდ კანონგარეშედ აცხადებს. დაბომბვები 5 წუთში დაიწყება.

პოლიტიკა ცუდი პროფესია არაა. თუ წარმატებული აღმოჩნდი ბევრ ჯილდოსაც მიიღებ და თუ კი თავს შეირცხვენ ყოველთვის გაქვს შანსი წიგნი დაწერო.

რეცესია არის ის, როცა შენი მეზობელი კარგავს სამუშაოს, დეპრესია კი როცა შენ თვითონ კარგავ შენსას.

ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები შემდეგია: მე მთავრობიდან ვარ და აქ იმისათვის ვარ რომ დაგეხმაროთ.

პრობლემა იმაში კი არაა, რომ ხალხი მცირე გადასახადებს იხდის, არამედ იმაში, რომ მთავრობა ხარჯავს ბევრს.

თომას ჯეფერსონმა ერთხელ თქვა: „ჩვენ არასოდეს არ უნდა განვსაჯოთ პრეზიდენტი მისი ასაკის გამო. იგი მხოლოდ მის მიერ გაწეული სამუშაოთი უნდა შევაფასოთ.“ და მას შემდეგ რაც მან მე ეს მითხრა, მე შევწყვიტე წუხილი ამის თაობაზე.

თუ დღეს შენ გამოიგონე თაგვების უკეთესი ხაფანგი, ელოდე, რომ მთავრობა უფრო უკეთეს თაგვს განავითარებს.

ჩვენ არასოდეს დავმარცხდებით თუ ჩვენ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s