გოეთე

ველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია.

ცოდნა, რომელიც გამაჩნია ყველას შეუძლია რომ შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის.

როგორც კი საკუთარ თავს ნდობას გამოუცხადებ, შენ უკვე გეცოდინება თუ როგორ უნდა იცხოვრო.

ქცევა ის სარკეა, რაშიც თითოეული ჩვენგანი ჩვენს სახეს ვაჩვენებთ.

ინდივიდუალურობის არსებობისათვის გარკვეული ნაკლოვანებანიც საჭიროა.

ხასიათი თავისთავად, ცხოვრების დინებაში ყალიბდება.

დაყავი და იბატონე – გაჰყვირიან პოლიტიკოსები; გააერთიანე და უხელმძღვანელე – ეს კი სიბრძნის მოწოდებაა.

ეჭვები ცოდნასთან ერთად იზრდება.

შეცდომები ახალგაზრდობაში საპატიებელია, მაგრამ ასაკში უკვე აღარ.

ყოველ დღე სასურველია თუ გინდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ.

ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ძალიან ცოტა ადამიანს აქვს რეალობის აღქმის უნარი.

თუ კაცს უნდა რომ მიაღწიოს რაიმე დიდს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.

გოგოები ჩვენ იმისთვის გვიყვარან, რისთვისაც ისინი სინამდვილეში არიან; ახალგაზრდა მამაკაცები კი იმისთვის, რასაც გვპირდებიან რომ იქნებიან.

უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.

მე არქიტექტურას გაყინულ მუსიკას ვუწოდებდი.

მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი.

ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს.

ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა.

მე თუ შენ მიყვარხარ, რა შენი საქმეა ის, თუ რატომ მიყვარხარ.

უმჯობესია რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი.

მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ.

მოდით ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება.

წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს.

ცხოვრება ჩვენი უკვდავების ბავშვობაა.

ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი.

ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს.

თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება.

მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

ლიტერატურული დაღმასვლა, ერის დაღმასვლის მომასწავებელია.

მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა.

რამე რომ შექმნა, რაღაცა შენც უნდა იყო.

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება. ჩვენ უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც ღმერთმა მოგვცა.

რასაც დღეს არ დაიწყებ, იმას ვერასოდეს დაასრულებ ხვალ.

რომელი მთავრობაა საუკეთესო? ის, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ ჩვენი თავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s